აშშ და საფრანგეთი ლიბანელ პოლიტიკოსებს მინისტრთა კაბინეტის სწრაფად ფორმირებისკენ მოუწოდებენ
აშშ და საფრანგეთი ლიბანელ პოლიტიკოსებს მინისტრთა კაბინეტის სწრაფად ფორმირებისკენ მოუწოდებენ

აშშ-მა და საფრანგეთმა ლიბანელ პოლიტიკოსებს მოუწოდეს, რომ მათ სწრაფად შეძლონ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

„ყველა დაინტერესებულმა მხარემ სასწრაფოდ უნდა იმუშაოს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც თავის მხრივ დაუყოვნებლივი რეფორმების გატარების უნარი ექნება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიბანის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, სწრაფად ჩამოაყალიბონ მთავრობა, რომელიც შეძლებს რეფორმების განხორციელებას და კორუფციის აღმოფხვრას ქვეყანაში.

ზემოხსენებული განცხადებები მას მერე გაკეთდა, რაც ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, საად ჰარირიმ ქვეყნის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო დაკავებული თანამდებობა კიდევ ერთხელ დატოვა.