აშშ და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობას გააფართოებენ
აშშ და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობას გააფართოებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობას გააფართოებენ. როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება დასრულებულია.

დოკუმენტის მიხედვით, პოლონეთში როტაციული პრინციპით, დამატებით 1000 ამერიკელ სამხედროს განალაგებენ. ამრიგად, პოლონეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 5 500-ს მიაღწევს.

ვაშინგტონში დარწმუნებულები არიან, რომ ვარშავასთან გაფორმებული ახალი შეთანხმება ნატო-ს განამტკიცებს და რუსეთის შეკავების შესაძლებლობას გაზრდის, ასევე დააწყნარებს მოკავშირეებს და გააუმჯობესებს აშშ-ის სტრატეგიულ და ოპერატიულ მოქნილობას.

პენტაგონში განაცხადეს, რომ მათი მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრებაა.

შეგახსნებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს გერმანიიდან გაჰყავს 11 900 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. მათგან 5600 ნატო-ს სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდება. 6400 ჯარისკაცი კი სამშობლოში დაბრუნდება.

ტრამპის გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ გერმანიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 36 ათასიდან 24 ათასამდე შემცირდება.