აშშ და ევროკავშირი 2030 წლისთვის მეთანის გამონაბოლქვის 30 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ
აშშ და ევროკავშირი 2030 წლისთვის მეთანის გამონაბოლქვის 30 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ევროკავშირი 2030 წლისთვის მეთანის გამონაბოლქვის 30 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ონფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სათბური გაზის მეთანი კლიმატური ცვლილების ყველაზე დიდი მიზეზია ნახშირორჟანგის შემდეგ. ვაშინგტონი და ბრიუსელი სხვა დიდ ეკონომიკებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ აღნიშნულ ინიციატივას. მიმდინარე წლის ნოემბერში, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით მსოფლიო სამიტი გაიმართება, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ნარჩენების ინდუსტრიებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მეთანის გამონაბოლქვზე.

ცალკეულ დოკუმენტში ჩამოთვლილია 20-ზე მეტი ქვეყანა, რომლებთანაც აშშ და ევროკავშირი დისკუსიას გამართავენ. დოკუმენტში ნახსენები არიან ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ბრაზილია და საუდის არაბეთი, ასევე ნორვეგია, ყატარი, ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. აშშ და ევროკავშირი მეთანის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით შესაბამის კანონმდებლობას წარადგენენ.

დატოვე კომენტარი