აშშ ჩინეთში ექსპორტზე ახალ შეზღუდვებს აწესებს
აშშ ჩინეთში ექსპორტზე ახალ შეზღუდვებს აწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთში ექსპორტზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს, რათა არ მოხდეს სხვადასხვა საწარმო მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჩინეთის სამხედრო ძალების მიერ გამოყენება.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, ამერიკულ კომპანიებს დასჭირდებათ სპეციალური ლიცენზია, რათა თავიანთი პროდუქცია ჩინეთს მიჰყიდონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიები სამოქალაქო მოხმარების პროდუქტების ექსპორტს ახდენენ.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთს სამოქალაქო მოხმარების პროდუქციის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს.