აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების დასარეგულირებლად ჩინეთის ვიცე-პრემიერი ვაშინგტონს ეწვია
აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების დასარეგულირებლად ჩინეთის ვიცე-პრემიერი ვაშინგტონს ეწვია

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების დასარეგულირებლად ჩინეთის ვიცე-პრემიერი ორდღიანი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვია.

მოლაპარაკებების პირველი დღე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელსა და ხაზინის მდივანთან შეხვედრით დაიწყო, რომელიც 90 წუთს გაგრძელდა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე 10-თვიანი სავაჭრო ომი ორივე ქვეყნის კომპანიებს მილიარდობით დოლარი უჯდება.

მოლაპარაკების პარალელურად, დღეს ჩინეთის დროით 00:01 საათზე ძალაში შევიდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი განკარგულება, რომელიც 200 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო საქონელზე 10-დან 25 პროცენტამდე ტარიფის ზრდას ითვალისწინებს.

გაზრდილი პროცენტით დაბეგვრას ექვემდებარება ისეთი სამომხმარებლო პროდუქცია, როგორიცაა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ტანსაცმელი და სათამაშოები.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები სავაჭრო შეთანხმებას ვერ შეძლებენ, უახლოეს პერიოდში ვაშინგტონი 25 პროცენტით კიდევ 325 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციას დაბეგრავს.