აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანენ

09:48, 19.10.2022

ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გაიტანენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ ირანული დრონების იმპორტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 231-ე მუხლის დარღვევაა.

გარდა ამისა, უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს იწვევს, რათა შეისწავლონ დრონები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშისთვის იყენებს.

მსგავსი