აშშ ავღანეთის საკითხზე რუსეთის მიერ მიმდინარე კვირას ორგანიზებულ მოლაპარაკებებს არ შეუერთდება
აშშ ავღანეთის საკითხზე რუსეთის მიერ მიმდინარე კვირას ორგანიზებულ მოლაპარაკებებს არ შეუერთდება

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთის საკითხზე რუსეთის მიერ მიმდინარე კვირას ორგანიზებულ მოლაპარაკებებს არ შეუერთდება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას მოსკოვის მოლაპარაკებებში. „ტროიკა პლიუსი“ იყო ეფექტიანი, კონსტრუქციული ფორუმი. ჩვენ ველოდებით ამ ფორუმის გაგრძელებაში ჩართვას, თუმცა არ შეგვიძლია, მიმდინარე კვირაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვში 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ე.წ. მოსკოვის ფორმატში ავღანეთი, რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ირანი და ინდოეთი მონაწილეობენ. ცნობილია, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთის დედაქალაქში ჩავლენ რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები.

მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ქარზაი და ავღანეთის ნაციონალური შერიგების უმაღლესი სათათბიროს თავმჯდომარე აბდულა აბდულა.

დატოვე კომენტარი