აშშ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 60 მილიონი დოზის ექსპორტს გეგმავს
აშშ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 60 მილიონი დოზის ექსპორტს გეგმავს

აშშ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 60 მილიონი დოზის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის პრესმდივნის, იენ პსაკის განცხადებით, ვაქცინის 10 მილიონი დოზის ექსპორტი მომდევნო კვირებში განხორციელდება, ხოლო 50 მილიონი დოზის – მომავალი თვეების განმავლობაში.

ამასთან, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აშშ-მა „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ წარმოების 600 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო, რაც საკმარისია ქვეყნის მთელი მოსახლეობის ასაცრელად. ამიტომ, ქვეყანას არ სჭირდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, სად იქნება ექსპორტირებული ვაქცინის 60 მილიონი დოზა, თუმცა ცნობილია, რომ მექსიკამ და კანადამ უკვე დააფიქსირეს მიღებაზე მოთხოვნა. ასევე, არ არის ცნობილი, ეს ვაქცინები აშშ-ის მხრიდან მიწოდებული იქნება სესხის, გაყიდვის თუ შემოწირულობის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ მარტში აშშ-მა დაახლოებით ოთხი მილიონი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, სესხის სახით მიაწოდა მექსიკასა და კანადას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდეინმა ინდოეთის პრემიერთან, ნერენდა მოდისთან ორშაბათს სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ აღმოუჩენს მტკიცე მხარდაჭერას ინდოელ ხალხს, რომელიც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო დაზარალდა. სააგენტოს ინფორმაციით, ამის გამო, ვაქცინის დოზების პირველი სავარაუდო მიმღები ინდოეთი იქნება.