აშშ აპირებს ჯოელ ემბიდი პარიზის ოლიმპიადისთვის ნაკრებში მიიწვიოს #1TVSPORT

13:36, 29.07.2023
PHILADELPHIA, PENNSYLVANIA - JANUARY 25: Joel Embiid #21 of the Philadelphia 76ers reacts during the fourth quarter against the Brooklyn Nets at Wells Fargo Center on January 25, 2023 in Philadelphia, Pennsylvania. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Tim Nwachukwu/Getty Images)

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე, რომელიც 25 აგვისტოს დაიწყება, აშშ-ის ნაკრები არ იქნება წარმოდგენილი თავისი მთავარი ვარსკვლავებით. ამერიკელები აქცენტს 2024 წლის ოლიმპიადაზე აკეთებენ და პარიზის თამაშების განაცხადში შეიძლება ერთი ახალი კალათბურთელი გამოჩნდეს.

გრანტ ჰილმა, რომელიც აშშ-ის ნაკრების აღმასრულებელი დირექტორია, ტელეეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის ნაკრებში სურთ, შემადგენლობაში იყოს „ფილადელფიის“ ცენტრი ჯოელ ემბიდი.

„მე მარტივ პასუხს გავცემ – დიახ. მე ველაპარაკე ემბიდს მომავალი ზაფხულის შესახებ. მას აქვს ვარიანტები, ის შესანიშნავი მოთამაშეა და ერთად ვნახავთ, რა მოხდება“, – განაცხადა ჰილმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში ჯოელ ემბიდმა განაცხადა, რომ სურს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება, რათა 2024 წლის ოლიმპიადაზე ითამაშოს. ორი თვის შემდეგ მან მიიღო საფრანგეთის პასპორტი.

მსგავსი