აშრაფ ჰაკიმის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს #1TVSPORT
აშრაფ ჰაკიმის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენისა“ და მაროკოს ნაკრების მცველს, აშრაფ ჰაკიმის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას გაუპატიურება ედება ბრალად, – წერს სააგენტო AFP-ი.

ფეხბურთელი 2 მარტს დაკითხეს, რის შემდეგაც სასამართლო ზედამხედველობა დაუწესეს.

გაუპატიურების შესახებ პოლიციას 24 წლის გოგონამ აცნობა. ინციდენტი პარიზში, ჰაკიმის სახლში მოხდა 25 თებერვალს. საქმის მასალების მიხედვით, გოგონა ფეხბურთელთან სახლში ტაქსით მივიდა, რომელიც თავად მაროკოელმა გამოიძახა. ჰაკიმის გოგონას მიმართ სექსუალური ზეწოლა და კონტაქტი ჰქონდა. მსხვერპლმა შეძლო ფეხბურთელის თავიდან მოშორება, რის შემდეგაც მეგობარს შეტყობინება გაუგზავნა, რომელმაც გოგონა ჰაკიმის სახლიდან წაიყვანა.