აშრაფ ჰაკიმის კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
აშრაფ ჰაკიმის კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელიც ამ ზაფხულს გადავიდა პარიზულ კლუბში „ინტერიდან“, კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ გაზეთმა „ეკიპმა“ დაწერა.

22 წლის მაროკოელი იზოლირებულია დანარჩენი შემადგენლობისგან. ფეხბურთელმა ავადმყოფობის გამო გამოტოვა ამხანაგური მატჩი „შამბლისთან“, რომელიც 17 ივლისს გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

აშრაფ ჰაკიმი „პარი სენ-ჟერმენში“ 60 მილიონ ევროდ გადავიდა. მან დედაქალაქურ კლუბთან 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.