აშრაფ ჰაკიმი შესაძლოა „ბაიერნის“ რიგებში ვიხილოთ
აშრაფ ჰაკიმი შესაძლოა „ბაიერნის“ რიგებში ვიხილოთ

„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალთან“ აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, – იუწყება Marca.

მაროკოელი ფეხბურთელი იჯარის წესით დორტმუნდის „ბორუსიას“ რიგებში ასპარეზობს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა „ბორუსიაში“ აშრაფ ჰაკიმის იჯარის ვადას არ გაახანგრძლივებდა.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ 21 წლის მაროკოელი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფ მოთამაშედ დაასახელეს.  ერთ-ერთ ეპიზოდში აშრაფ ჰაკიმიმ საოცარი სიჩქარე აკრიფა – 36.2 კილომეტრი საათში და როგორც მოგვიანებით აღმოაჩინეს, ეს ბუნდესლიგის ისტორიაში რეკორდული სისწრაფეა.

ჰაკიმი მაროკოს ეროვნული ნაკრების წევრია და ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.