აშრაფ ჰაკიმი გაუპატიურების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგება #1TVSPORT
აშრაფ ჰაკიმი გაუპატიურების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგება #1TVSPORT

ვერსალის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ მაროკოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ მცველი აშრაფ ჰაკიმი 2023 წელს ქალის გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტგამოცემა RMC Sport-ი.

2023 წლის თებერვალში 24 წლის ქალმა პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვალ-დე-მარნის რეგიონში პოლიციას აცნობა, რომ ის ჰაკიმიმ გააუპატიურა.

მაროკოელი ფეხბურთელი ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.

„მართლმსაჯულებამ თვალებში ჩამხედა და მითხრა: „თქვენ რომ ცნობილი ადამიანი არ იყოთ, ეს საქმე არასოდეს იარსებებდა“.

წლების განმავლობაში დუმილი გადავწყვიტე. ვფიქრობდი, რომ თუ ღირსებას შევინარჩუნებდი, მოთმინებას გამოვიჩენდი და მართლმსაჯულებას მოვენდობოდი, ეს სწორ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანდა.

დღეს ჰყვებიან ისტორიას, რომელსაც ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამით ზარალდება ჩემი ოჯახი, ჩემი ცხოვრება და, რაც მთავარია, სიმართლე. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იოლი სამიზნე გავხდი.

ამ სასამართლო პროცესს პირველი დღიდანვე ველოდებოდი. ახლა კი მოუთმენლად ველოდები.

როგორც იქნა, ლაპარაკის საშუალება მომეცემა“, – დაწერა ჰაკიმიმ სოციალურ ქსელში.