აშრაფ ჰაკიმი გაუპატიურების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგება #1TVSPORT

19:50, 24.09.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველის აშრაფ ჰაკიმის აპელაცია გაუპატიურების საქმეზე არ დააკმაყოფილეს.

შეახსენებთ, რომ 24 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ფეხბურთელს ბრალი ოფიციალურად 2023 წელს წაუყენეს. ამის შემდეგ მაროკოელი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოექცა. ორწლინახევარიანი გამოძიების თავზე, ნანტის პროკურატურამ ჰაკიმის საქმის სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გადაცემა მოითხოვა. ივნისში ვერსალის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რამაც დაცვის მხარეს აპელაციის შეტანისკენ უბიძგა.

თუმცა ოთხშაბათს, უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ დაადგინა, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი სასამართლო განხილვის გასაუქმებლად, – წერს გაზეთი Le Parisien.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა გადაწყვეტილება ჰაკიმის საქმის სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გადაცემაზე.

მსგავსი