აშრაფ ჰაკიმი „ბაიერნთან“ განმეორებით ნახევარფინალს გამოტოვებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მარჯვენა მცველი აშრაფ ჰაკიმი პარიზული კლუბის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. მიზეზი „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიღებული ტრავმაა.
როგორც პსჟ-ის პრესსამსახური იუწყება, 27 წლის მაროკოელმა მარცხენა ბარძაყი დაიზიანა და მის აღდგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ასევე რამდენიმე კვირით გამოვიდა მწყობრიდან „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ლუკა შევალიე. მან ბარძაყის დაზიანება ვარჯიშზე მიიღო.
უახლოეს უქმეებზე პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონატში 2 მაისს შინ ელოდება შეხვედრა „ლორიანის“ წინააღმდეგ, 6 მაისს კი პარიზელები მიუნხენში განმეორებით ნახევარფინალს ითამაშებენ „ბაიერნთან“. პირველი შეხვედრა ლუის ენრიკეს გუნდმა 5:4 მოიგო.