აშრაფ ჰაკიმი 2025 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
აშრაფ ჰაკიმი 2025 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენისა“ და მაროკოს ნაკრების მარჯვენა მცველი აშრაფ ჰაკიმი აფრიკის კონტინენტის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან ვიქტორ ოსიმენსა (ნიგერია/„გალათასარაი“) და მოჰამედ სალაჰს (ეგვიპტე/„ლივერპული“) აჯობა.

ჰაკიმისთვის გასული სეზონი ისტორიული გამოდგა – მან პსჟ-თან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი მოიგო. მარჯვენა მცველმა 55 მატჩში 11 გოლი და 16 ასისტი მიითვალა ყველა ტურნირზე. მან თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მოახერხა, სადაც პსჟ-მა „ინტერს“ 5:0 სძლია.

ამჟამად 27 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. 2021 წლიდან დღემდე პარიზულ კლუბში მას 188 შეხვედრა აქვს ჩატარებული.