აშკარად შეუძლია, თავისი კლასით დაგვეხმაროს - ჩაკვეტაძე „სლოვანში“ 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს #1TVSPORT
აშკარად შეუძლია, თავისი კლასით დაგვეხმაროს - ჩაკვეტაძე „სლოვანში“ 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავას „სლოვანში“ ჩაირიცხა – საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გვერდით, ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით ითამაშებს.

„ჩვენმა გუნდმა ზაფხულში მეოთხე ტრანსფერი განახორციელა – ბრატისლავაში ჩამოვიდა საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც „სლოვანს“ გააძლიერებს. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ყველაზე წარმატებულ სლოვაკურ კლუბში 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის „სლოვანში“ „გენტიდან“ ერთწლიანი იჯარით მოდის. ჩაკვეტაძე საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან ნაკრებში 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა, დებიუტი კი ჩვენი ამჟამინდელი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩაატარა, – წერია სლოვაკეთის ჩემპიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სლოვანის“ გენერალური დირექტორი ივან კმოტრიკ-უმცროსი:

„ჯერ კიდევ პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველი, ის 2017 წლიდან თამაშობს ბელგიურ „გენტში“, სადაც ბელგიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. დასრულებული სეზონის საგაზაფხულო ეტაპი „ჰამბურგში“ გაატარა. ზაფხულის მეოთხე ტრანსფერით ჩვენ ვაცხადებთ ამბიციებსა და მიზნებს ახალი სეზონისთვის, რომელშიც გვინდა, რომ წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენ დავიმატეთ შემტევი მოთამაშე, რომელიც აშკარად შეუძლია თავისი კლასით დაგვეხმაროს. გვიხარია, რომ „გენტთან“ საერთო ენის გამონახვა და გიორგი ჩაკვეტაძის ერთწლიანი იჯარით დამატება მოვახერხეთ. გიორგი საქართველოს ნაკრებში ვაისის ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომელიც, მას შესაბამისად, კარგად იცნობს და ისიც იცის, რას უნდა ელოდოს. მჯერა, რომ ამის წყალობით, გიორგი სწრაფად მოერგება გუნდს და გამოგვადგება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებული მატჩებში“.