„რუსთავმა“ ქულა მეკარის გოლით გადაარჩინა (ვიდეო)

ეროვნულ საფეხბურთო ლიგში იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა, გოლი შეტევაში ჩართულმა მეკარემ გაიტანა.

მე-7 ტურის შეხვედრაში, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და დიდი უპირატესობა დამატებულ დროში გაანიავა.

მე-10 წუთზე ანგარიში გორელთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა ალვინ ფორტისმა გახსნა. მე-80 წუთზე კი „დილას“ ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძე
მეტოქის კარი მეორედ აიღო და ერთი შეხედვით, შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო.

„რუსთავმა“ შეუძლებელი შეძლო – 90-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ სხვაობა შეამცირა, ხოლო 90+5 წუთზე, შეტევაში ჩართულმა სტუმართა მეკარემ, საქართველოს ნაკრების კანდიდატმა ნუკრი რევიშვილმა თავისიანთა შეტევა ზუსტი თავური დარტყმით დაასრულა, გუნდს ქულა შეუნარჩუნა და პირველი მეკარეა, რომელსაც ბოლო წლებში მეტოქის კარი აიღო. შეხვედრა კი 2:2 დასრულდა.

ასეთი რამ საქართველოში ადრეც მომხდარა – საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარეს, ნიკა ტოგონიძეს საქართველოს ჩემპიონატში 12 გოლი გაუტანია. ტყიბულის „მეშახტის“ ყოფილმა კიპერმა მინდია ბობღიაშვილმა კი გოლით თავი 2015 წელს გამოიჩინა.