ასეთებიც ხდება - ბელგია დამარცხებულია, საქართველოს მეკარემ საკუთარი კარიდან გაიტანა
ასეთებიც ხდება - ბელგია დამარცხებულია, საქართველოს მეკარემ საკუთარი კარიდან გაიტანა
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბელგიის ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
 
ჰერენტალსის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდი უპირატესობას ფლობდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. არჩილ სეფისკვერაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა – მან თავი მე-19, 25-ე და 33-ე წუთებზე გამოიჩინა, მეოთხედ ბელგიელთა კარი საფინალო სასტვენამდე სამი წამით ადრე ჩვენმა მეკარემ, ზვიად კუპატაძემ აიღო, რომელმაც საკუთარი კარიდან გაიტანა.
მეორე მატჩი დღეს, 3 დეკემბერს ისევ ჰერენტალსის სპორტის სასახლეში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე მართავს.