ასათიანს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს - ის ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ასათიანს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს - ის ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა. ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2023 წლის ბოლომდე დაიკავებს“, – წერია სფფ-ის განცახდებაში.

ავთანდილ ასათიანთან ერთად საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. გუნდმა ნიდერლანდებში ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მოხვდა, ხოლო უეფა-ს რეიტიგნში ასევე სარეკორდო მე-11 ადგილზე დაწინაურდა.

ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2008-2009, 2012-2013 წლებში იკავებდა. 2016 წლის აპრილიდან კი, უწყვეტად მუშაობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე და ამ პოსტზე უკვე 93 შეხვედრა აქვს გამართული. ავთანდილ ასათიანის ასისტენტები კვლავ არჩილ ბოკერია და ბესო არველაძე იქნებიან.