ასათიანის საიუბილეო შეხვედრა | ფუტსალი
ასათიანის საიუბილეო შეხვედრა | ფუტსალი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში უნგრეთთან ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფ მეტოქეს ავთანდილ ასათიანის გუნდმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და პირველი მატჩი 3:2 მოუგო, გუშინ კი 2:2 ითამაშა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მეორე მატჩი ავთანდილ ასათიანისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 50-ე აღმოჩნდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შესვენებაზე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა სამახსოვრო ჯილდო გადასცა.

ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობთ გუნდს 2018 წელს თამაში არ წაუგია.