მოსკოვის „ლოკომოტივის“ ბოლო 20 წლის გამორჩეულ ტრანსფერებში მალხაზ ასათიანის გადასვლაც დაასახელეს – სია რუსულმა გამოცემა „სპორტ-ეკსპრესმა“ შეადგინა.
„ასათიანი სტაბილური და ერთგული ცენტრალური მცველი იყო. სიომინთან ყოველთვის ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, კიევის „დინამოში“ იჯარითაც კი წაყვა, ხოლო 2010 წელს, როდესაც „ლოკომოტივიდან“ სიომინი წავიდა, გუნდს თავადაც დაემშვიდობა (კლუბი კონტრაქტი დაუსრულდა). მაშინ ასათიანი მხოლოდ 29 წლის იყო, რაც მცველისთვის საუკეთესო ასაკია. მაგრამ ღირსეული შეთავაზება ვერ მიიღო და კარიერა დაასრულა. ახლა საკუთარ სამშობლოში ცხოვრობს“ – წერს გამოცემა.
მოსკოვის „ლოკომოტივმა“ მალხაზ ასათიანი ქუთაისის „ტორპედოდან“ 2003 წელს 600 ათასი ევროს საფასურად დაიმატა. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ „ლოკომოტივის“ ფორმით 125 მატჩი ითამაშა (6 გოლი).