ასანიძემ შემადგენლობა დაასახელა - ტალახაძე მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესებაზე ფიქრობს
ასანიძემ შემადგენლობა დაასახელა - ტალახაძე მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესებაზე ფიქრობს

17-28 სექტემბერს ტაილანდში ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობა დაასახელა.

გაგაცნობთ ნაკრების სიას:

61 კგ. შოთა მიშველიძე

61 კგ. გოდერძი ბერდელიძე

67 კგ. გოგა ჩხეიძე

73 კგ. კახი ასანიძე

73 კგ. არჩილ მალაყმაძე

89 კგ. რევაზ დავითაძე

96 – 102 კგ. ანტონ პლესნოი

102 კგ. ირაკლი ჩხეიძე

+109 კგ. გიორგი ჩხეიძე

+109 კგ. ლაშა ტალახაძე

81 კგ. ლომია თებიძე (რეზერვი)

ჩემპიონატზე, მედლების გარდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 15 სექტემბერს გაემგზავრება, ასპარეზობა ტაილანდის ქალაქ პატაიაში გაიმართება.

ნაკრები დუშეთში 20 აგვისტოდან ემზადებოდა. სამწუხაროდ, გუნდს მუხლის ტრავმის გამო ირაკლი თურმანიძე დააკლდა. მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე კი მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

„რა თქმა უნდა, მსურს, რომ ტიტული შევინარჩუნო და არ გამოვრიცხავ, რომ მსოფლიოს რეკორდის დამყარება კიდევ ერთხელ ვცადო“, – ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.