AS-ი - მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT
AS-ი - მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT

ესპანური სპორტული გამოცემის, AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ იტალიელ მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

ამჟამინდელი ხელშეკრულება 64 წლის ანჩელოტის „სამეფო კლუბთან“ 2024 წლის ივნისში ეწურება. მას აქტიურად უკავშირებდნენ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, თუმცა თავად სპეციალისტმა ეს ინფორმაცია უარყო.

წყაროს ცნობით, მადრიდის „რეალი“ ანჩელოტის კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებს და ის გუნდის მესაჭის როლში 2025 წლის ივნისამდე დარჩება. ეს პირობები იტალიელსაც აკმაყოფილებს.

მიმდინარე სეზონში „რეალს“ ლა ლიგაში 45 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის სათავეშია. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც პირველ ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გერმანულ „ლაიფციგს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ევროპული ფეხბურთის ყველაზე წარმატებულ კლუბში ჯერ 2013-15 წლებში მუშაობდა, შემდეგ კი 2021 წელს გახდა მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი. გუნდს მან ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ერთხელ ლა ლიგა მოაგებინა.