AS-ი – დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრებთან კონტრაქტი გაგრძელების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გააგრძელა ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლუის დე ლა ფუენტესთან. ხელშეკრულება 2030 წლის ბოლომდე იქნება ძალაში, – წერს გაზეთი AS-ი. სპეციალისტის წინა კონტრაქტი 2028 წლამდე იყო ძალაში.
დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრები 2023 წლის იანვარში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო ევრო 2024, ერთა ლიგა 2023 წელს და ასევე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი.