AS-ი - ჩავის ბედი „ნაპოლისთან“ მერვედფინალურ მატჩებზეა დამოკიდებული #1TVSPORT
AS-ი - ჩავის ბედი „ნაპოლისთან“ მერვედფინალურ მატჩებზეა დამოკიდებული #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, შესაძლოა, სეზონის მსვლელობისას დატოვოს პოსტი. ამის შესახებ წერს გაზეთი AS-ი.

წყაროს ცნობით, კატალონური კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას თანდათან ეჭვი ეპარება კლუბის მიმდინარე პროექტში, მისი გარემოცვა კი ურჩევს, დაფიქრდეს სეზონის დასრულებამდე მწვრთნელის შეცვლის შესახებ, რათა მიმდინარე სიტუაცია გამოსწორდეს. „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკუც იმედგაცრუებულია ჩავის მუშაობით.

აღნიშნავენ, რომ ჩავისთვის გადამწყვეტი იქნება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები „ნაპოლის“ წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 12 მარტს.