არველაძის უიღბლო მატჩი - ვატოს გოლი არ ჩაუთვალეს და დაშავდა #1TVSPORT
არველაძის უიღბლო მატჩი - ვატოს გოლი არ ჩაუთვალეს და დაშავდა #1TVSPORT

ვატო არველაძისთვის აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მორიგი მატჩი უიღბლო გამოდგა. მე-5 ტურში ბაქოს „ნეფტჩი“ შინ „სუმგაითს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

ვატო არველაძე ბაქაოელთა შემადგნელობაში პირველად მოხვდა. სასტარტოში იყო საბა კვირკველიაც და შეუცვლელად ითამაშა. არველაძემ მე-16 წუთზე გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირეს. თუმცა, სამ წუთში შეტევა განავითარა, რომელიც გოლით დასრულდა.

სამწუხაროდ, 41-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი მაინც შეცვალეს. „სუმგაითთან“ მატჩისწინა მოთელვაზე ამერიკელ თავდამსხმელს, კენი საიეფს საკუთარმა კაპიტანმა ემინ მახმუდოვმა ცხვირში მოარტყა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო გამიზნული, მაგრამ „ნეფთჩის“ მწვრთნელი იძლებული გახდა, შეცვლა განეხორციელებინა და ძირითადში ვატო არველაძე დააყენა. თუმცა, გამოცემა „აზერისპორტის“ ცნობით, 41-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელიც დაშავდა და ტაიმი ვერ დაასრულა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ითამაშა. „შამახმა“ (0:1) წააგო „თურანთან“, რომლის სათადარიგოებში იყვნენ ფირუზ მარაქველიძე და იმედა აშორტია.

დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ კი შინ „საბაილთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველმა თავდამსხმელმა ყვითელი ბარათი მიიღო და 60 წუთი თამაშა. ფრეს მიუხედავად, 5 ტურის შემდეგ „საბაჰი“ გალიდერდა და ქულით ასწრებს „ყარაბაღს“, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს.