არველაძის პირველი დიდი წარმატება ინგლისში - ქართველის გუნდმა კონკურენტი 3:0 დაამარცხა #1TVSPORT
არველაძის პირველი დიდი წარმატება ინგლისში - ქართველის გუნდმა კონკურენტი 3:0 დაამარცხა #1TVSPORT

შოთა არველაძისა და „ჰალ სიტისთვის“ ძალიან წარმატებული გამოდგა ინგლისის პრემიერშიფის 35-ე ტურის გასვლითი შეხვედრა, სადაც ქართველი სპეციალისტის გუნდი გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერს, „პიტერბოროს“ ესტუმრა და 0:3 დაამარცხა.

შოთა არველაძისთვის ეს პრინციპული დაპირისპირება იყო, რადგან მეტოქის გუნდის მთავარი მწვრთნელი გრანტ მაკენიჰალ სიტიდან“ სწორედ მის გამო გაუშვეს. საბედნიეროდ, ქართველმა მწვრთნელმა ეს გამოცდა ჩინებულად ჩააბარა.

ბარნსლისთან“ მტკივნეული საშინაო მარცხის (0:2) შემდეგ შოთა არველაძემ გუნდის სათამაში სქემაც შეცვალა და 3-4-1-2-ზე გადააწყო, ხოლო შემადგენლობაში ოთხი შეცვლა განახორციელა და ამ გათვლებმა ქართველ მწვრთნელს გაუმართლა.

პირველი გოლი 25-ე წუთზე გავიდა, როდესაც ტეილორ სმიტმა ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში კი კეინ ლუის-პოტერმა (51, 70) დუბლი შეასრულა და „ჰალ სიტიმ“ ძალიან მნიშვნელოვანი და სეზონის ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა.

35 ტურის შემდეგ შოთა არველაძის გუნდმა 37 ქულა დააგროვა, ორი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 18-ე ადგილზეა.