არველაძის „ჰალი“ სახლში უდანაკარგოა - ქართველის გუნდი მესამეზე დაწინაურდა #1TVSPORT
არველაძის „ჰალი“ სახლში უდანაკარგოა - ქართველის გუნდი მესამეზე დაწინაურდა #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ საშინაო არენაზე 100%-იანი შედეგი შეინარჩუნა და ჩემპიონშიფის მე-6 ტურში „ქოვენთრი სიტი“ 3:2 დაამარცხა.

„ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან“ მარცხის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება შეიტანა და მიზანს მიაღწია. „ვეფხვებმა“ ანგარიში მე-11 წუთზე პირველივე რეალური საგოლე მომენტით გახსნეს. მარცხენა ფლანგზე წამოწყებული შეტევა კოლუმბიელმა ოსკარ ესტუპინანმა ახლო მანძილიდან დააგვირგვინა.

ქოვენთრიმ“ შეუტია და 29-ე წუთზე პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც მეტიუ გოდენმა ზუსტად შეასრულა და 1:1. არველაძის გუნდმა უპირატესობა შესვენებამდე სამი წუთით ადრე დაიბრუნა და ამჯერადაც თავი ესტუპინინმა გამოიჩინა.

ჰალის“ კოლუმბიელი თავდამსხმელი ამასაც არ დასჯერდა და მეორე ნახევარში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ანგარიში 3:1 გახდა, რაც არველაძის გუნდს სოლიდურ უპირატესობას აძლევდა. ამ გოლით ესტუპინანს 6 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

მართალია, 69-ე წუთზე მეტიუ გოდენმაჰალის“ კარი მეორედ აიღო, მაგრამ „ქოვენთრიმ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და არველაძის გუნდმა 6 ტურის შემდეგ მოპოვებული 11 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.