არველაძის „ჰალი“ დამარცხდა - შეხვედრის ბედი „ვესტ ჰემის“ თავდამსხმელმა გადაწყვიტა #1TVSPORT
არველაძის „ჰალი“ დამარცხდა - შეხვედრის ბედი „ვესტ ჰემის“ თავდამსხმელმა გადაწყვიტა #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ საკუთარ არენაზე „პრესტონი“ მიიღო და მარცხი განიცადა. პრემიერშიფის 30-ე ტურის მატჩი, რომელიც ჰალში გაიმართა, შოთა არველაძისთვის უიღბლო გამოდგა.

პირველი ტაიმი მაღალი ტემპით დაიწყო. „ჰალი“ სტარტზე ახლოს იყო მიზანთან, როცა დანიელ ივერსენმა კუთხურის და შონ-ბერნარდის თავური დარტყმის შემდეგ სტუმრები გადაარჩინა. სტუმრები, რომლებიც მოედანზე ახალმა მწვრთნელმა, რაიონ ლოუმ გაიყვანა, აქტიურობდნენ და კარგი მომენტები შექმნეს, მაგრამ შესვენებამდე გოლი არ გასულა.

შეხვედრის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. 51-ე წუთზე, ბენ უაიტმენმა საჯარიმოში კამერონ დემონდ არჩერი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და შოთა არველაძის გაწვრთნილი „ჰალ სიტი“ პირველად დაამარცხა – 0:1.

20 წლის არჩერი „ვესტ ჰემის“ მოთამაშეა, რომელიც „პრესტონმა“ 24 იანვარს დაიმატა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 24 აგვისტოს ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის მეორე ეტაპის მატჩში „ვილას“ ფორმით „ბაროუს“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა. 2021 წლის 22 სექტემბერს, ინგლისის ფეხბურთის თასის მესამე ტურში კი გოლი „ჩელსის“ გაუტანა. სამი დღის შემდეგ, 2021 წლის 25 სექტემბერს, არჩერმა პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში ჯეიკობ რემზის შეცვალა.

30 ტურის შემდეგ არველაძის „ჰალ სიტიმ“ 32 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზეა. თუმცა გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს.