არველაძის „ჰალ სიტიმ“ გასვლაზე ქულა კონკურენტთან მოიპოვა #1TVSPORT
არველაძის „ჰალ სიტიმ“ გასვლაზე ქულა კონკურენტთან მოიპოვა #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონშიფში გასვლითი შეხვედრა უშუალო კონკურენტთან გასვლაზე ჩაატარა და მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

ჰალ სიტი“ 37-ე ტურში „სენტ ენდრიუსის“ სტადიონზე „ბირმინგემს“ ესტუმრა. შოთა არევლაძემ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან“ მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება შეიტანა. არველაძის გუნდს კონკურენტთან მოგება სურდა, მაგრამ ეს ქულაც ძნელად მოსაპოვებელი იყო.

უპირატესობა არც ერთ გუნდს არ ჰქონდა, მაგრამ კინ ლუის-პოტერს შეეძლო უკვე მე-20 წამზე ანგარიშის გახსნა, მაგრამ მეკარემ მასპინძლები გადაარჩინა. მომენტები შემდეგაც ორივე გუნდმა შექმნა, საბოლოოდ კი დაძაბული დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა და მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს.

შოთა არველაძის მისვლის შემდეგ „ჰალ სიტიმ“ უკვე 10 მატჩი ჩაატარა და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სახლში უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე გასვლაზე. არველაძის გუნდმა სახლში ჩატარებული ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ხოლო ოთხი წააგო და სამი ქულა დააგროვა. ამ დროს, „ჰალმა“ გასვლაზე გამართული ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო, ერთი მოიგო და სამი ფრედ დაასრულა, ჯამში კი ექვსი ქულა დააგროვა.

37 ტურის შემდეგ „ჰალ სიტის“ 39 ქულა აქვს, მე-20 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნება ნამდვილად არ აქვს გარანტირებული – არველაძის გაწვრთნილები გავარდნის ზონაში მყოფ „ბარნსლის“ მხოლოდ 13 ქულით ასწრებენ, სეზონის დასრულებამდე კი ცხრა ტურია დარჩენილი.