არველაძის „ჰალ სიტი“ ლიდერთან დამარცხდა – მიტროვიჩმა ისევ გაიტანა #1TVSPORT
შოთა არველაძეს „ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. „პრესტონთან“ და „დერბი ქაუნთისთან“ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, არველაძის გუნდმა საშინაო არენაზე პრემიერშიფის ლიდერს, „ფულემს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
https://twitter.com/HullCity/status/1492542645754908683
ანგარიში 57-ე წუთზე მიტროვიჩმა გახსნა. პრემიერშიფის საუკეთესო ბომბარდირმა ძლიერი დარტყმით „ფულემი“ დაააწინაურა და 31-ე გოლით ბომბარდირობაში საოცარიო სხვაობით დაწინაურდა – მეორეადგილოსანს 11 გოლით ასწრებს.
სამწუხაროდ, „ჰალ სიტიმ“ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა და ზედიზედ მესამედ დამარცხდა 0:1. შოთა არაველაძის გუნდს 32 ქულა აქვს და პრემიერშიფში მე-19 ადგილზეა.