არველაძის გუნდის მეპატრონე ფანებს სიურპრიზს უმზადებს #1TVSPORT
არველაძის გუნდის მეპატრონე ფანებს სიურპრიზს უმზადებს #1TVSPORT

ჰალ სიტის“ (რომელსაც შოთა არველაძე ავარჯიშებს) მეპატრონე აკუნ ილიჯალი ზაფხულში გუნდის 500 გულშემატკივარს უფასო დასვენების საშუალებას მისცემს ანტალიის იმ სასტუმროებში, რომელიც მას ეკუთვნის.

„ჩემპიონშიფის „ჰალ სიტის“ მფლობელი აკუნ ილიჯალი გუნდში მისვლამდე ამბობდა, რომ კლუბის სათავეში ყოფნის შემდეგ გულშემატკივრებთან სიახლოვე სურდა. ის მსოფლიოში პირველი იქნება, რომელიც ზაფხულში „ჰალ სიტის“ 500 გულშემატკივარს თურქეთში კერძო თვითმფრინავით გადააფრენს, მიიღებს მათ და დაასვენებს ანტალიაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში“, – ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, ადგილები ასე გათამაშდება – 250 ადამიანზე წილისყრით გათამაშდება, ხოლო დანარჩენი 250 ადგილი გადაცემა იმ ფანებს, რომლებიც სეზონში ყველაზე მეტ მატჩს დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძის გაწვრთნილი „ჰალ სიტი“ 24-გუნდიან ჩემპიონშიფში 41 ქულით ამჟამად მე-20 ადგილზეა.