არველაძესა და მის ასისტენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
არველაძესა და მის ასისტენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძესა და მის ასისტენტს, გოჩა ტყებუჩავას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის შემდეგ, გუნდის რამდენიმე მოთამაშე ცუდად გახდა და კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩაუტარეს – შედეგად, კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, „ფახთაქორის“ ხუთ ფეხბურთელს ვირუსი დაუდგინდა.

ცხრა ტურის შემდეგ, შოთა არველაძის გუნდი 22 ქულით უზბეკეთის ჩემპიონატის ლიდერია. შემდეგი ტურის შეხვედრა გუნდმა 23 ივლისს უნდა გამართოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, ტაშკენტელთა გუნდში არსებული ვითარების გამო, „კოკანდისთან“ გასამართი მატჩი გადაიდოს.