არველაძე „ქარაგუმრუკის“ მწვრთნელობის კანდიდატია #1TVSPORT

19:28, 16.03.2021

თურქული გამოცემა cumhuriyet-ის ცნობით, თურქეთის სუპერლიგის გუნდმა, „ქარაგუმრუკმა“ ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო. შენოლ კანის შემცვლელად ქართველი მწვრთნელი, შოთა არველაძე მოიაზრება.

ქარაგუმრუკმა“ შენოლ კანის წასვლის შემდეგ ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო. მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი შოთა არველაძეა, რომელიც „კაისერსფორსა“ და „ტრაბზონსფორს“ ავარჯიშებდა. თუმცა, სხვა კანდიდატებიც არიან – ჰუსეინ ჩიმშირი, სელჩუკ ერდოგანი და მერტ ნობრე“, – წერს გამოცემა.

cumhuriyet-ის ცნობით, „ქარაგუმრუკი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას სუპერლიგაში „კაისერსფორთან“ მატჩის შემდეგ გამოაცხადებს.

მსგავსი