არველაძეს „კრასნოდარში“ იწვევენ - დაბრკოლება რუსულ მხარესთან მისი დამოკიდებულებაა #1TVSPORT
არველაძეს „კრასნოდარში“ იწვევენ - დაბრკოლება რუსულ მხარესთან მისი დამოკიდებულებაა #1TVSPORT

ბელორუსი სპეციალისტი ვიქტორ გონჩარენკო „კრასნოდარის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, მის შემცვლელად კი შოთა არველაძეს მოიაზრებენ – ინფორმაციას ბელარუსული Sport Arena ავრცელებს.

გაზეთის წყაროს ინფორმაციით, რუსული კლუბი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე კანდიდატთან, მაგრამ მთავარი მაინც შოთა არველაძეა.

„კრასნოდარის“ ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს შეთავაზება უკვე გაუკეთა და დასაფიქრებლად დრო ნოემბრის ბოლომდე მისცა. გუნდი დომენიკო ტედესკოსა და იგორ ჩერევჩენკოს კანდიდატურებსაც განიხილავენ, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტად შოთა არველაძე რჩება“, – ამტკიცებს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სპეციალისტს შეთავაზება ინგლისური „ჰალ სიტიდან“ აქვს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან ახლდა კომენტარი, რომ ინგლისური ენის გამოცდისთვის და ახალი ტესტებისთვის ემზადებოდა.

ბელარუსული გამოცემა ყურადღებას შოთა არველაძის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე ამახვილებს:

„დამატებით დაბრკოლებას წარმოადგენს მისი დამოკიდებულება რუსულ მხარესთან თანამშრომლობის საკითხზე. ქართველმა მწვრთნელმა ორჯერ თქვა უარი ამ ქვეყანაში მუშაობაზე. მას პირველად შესთავაზეს რუსეთის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტის პოსტი, მეორედ კი „კრასნოდარის“ შეთავაზება ორი წლის წინ არ მიიღო“.

კრასნოდართანგონჩარენკოს კონტრაქტი ძალაში 2023 წლის ზაფხულამდეა. გუნდი რუსეთის ჩემპიონატში 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს. „კრასნოდარი“ მომდევნო ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლებს.