არველაძემ „ტრაბზონსპორს“ ჯალოლიდინის აყვანა ურჩია
არველაძემ „ტრაბზონსპორს“ ჯალოლიდინის აყვანა ურჩია

ტრაბზონსპორის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შოთა არველაძემ გუნდის ხელმძღვანელობას ურჩია, რომ უზბეკი ნახევარმცველი, ჯალოლიდინ მაშარიპოვი აიყვანოს – ინფორმაციას თურქული გამოცემა „კარადენიზგაზეტე“ ავრცელებს.

„შოთა არველაძის მიერ შეთავაზებული მოთამაშე უზბეკეთში „პახტაკორში“ თამაშობს. არველაძემ, რომელსაც „ტრაპიზონთან” კავშირი არასდროს გაუწყვეტია, ჯალოლიდინ მაშარიპოვის სახელი გუნდის მენეჯმენტს მეგობრების საშუალებით ურჩია. მისი თქმით, „პახტაკორის“ მემარცხენე ნახევარმცველს დიდი პოტენციალი აქვს. შოთამ გაიხსენა, რომ მის მიმართაც დიდი სითბო და ნდობა არ გამოიჩინეს, როდესაც თურქეთში მიდიოდა. არველაძე დარწმუნებულია, რომ მაშარიპოვი შეიძლება იგივე დონის ფეხბურთელი იყოს, როგორც „ტრაბზონისთვის“ თავად იყო“, – წერს გამოცემა.

კარადენიზგაზეტეს“ ცნობით, მალე გახდება გაირკვევა. „ტრაბზონის“ ადმინისტრაცია 26 წლის უზბეკ ნახევარმცველს დაიმატებს თუ არა. ჯალოლიდინ მაშარიპოვი უზბეკეთის ეროვნული ნაკრების წევრია (27 მატჩი, 1 გოლი).