არველაძემ მიხელსთან შეხვედრა გაიხსენა - ქეცბაიას სიმბოლურში მოხვედრის შანსი არ აქვს
არველაძემ მიხელსთან შეხვედრა გაიხსენა - ქეცბაიას სიმბოლურში მოხვედრის შანსი არ აქვს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტისთანაწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა „ფრანს ფუტბოლის“ შედგენილ ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში ნიდერლანდელი ლეგენდის, იოჰან კრუიფის ვერმოხვედრის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მედიასთან მისი ცუდი დამოკიდებულება დაასახელა.

„ვფიქრობდი, კრუიფი სიმბოლურ გუნდში რატომ ვერ მოხვდა და ამ აზრამდე მივედი – მას ჟურნალისტებთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ალბათ, არჩევანზე ამან გავლენა მოახდინა“, – განაცხადა გუცაევმა.

ამაზე გადაცემის სტუმარმა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ იხუმრა: „მაშინ ქეცბას (თემურ ქეცბაიას) საერთოდ შანსი არ აქვს. თუმცა, რასაც ლაპარაკობს, 99 პროცენტში თემური მართალია“.

არველაძემ ტოტალური ფეხბურთის შემქმნელ ლეგენდარულ ნიდერლანდელ მწვრთნელთან, რინუს მიხელსთან შეხვედრა გაიხსენა: „2002 წელია – გერმანიაში სამწვრთნელო კურსებზე ვსწავლობდი. ერთი კურსს რინუს მიხელსი ხელმძღვანელობდა. ხომ იცით, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. ვუთხარი, ვინ ვარ, ჩემი ძმა შოთა „აიაქსში“ თამაშობს, იქვე „ბრედაში“ მეორე ძმა, აჩია-მეთქი. მკითხა, მოგწონს პორტუგალიის ნაკრებიო? მაშინ ახალი ამბავი იყო, პორტუგალიამ ინგლისს 3:2 რომ მოუგო და ვუთხარი, კი-მეთქი. ახლა მეტყვი, ფიგუ და რუი კოშტა მომწონს, მაგრამ მე შენ გეტყვი, რომ დაცვაში თამაშობენ ძალიან მაგრადო. გამიკვირდა, რადგან გუნდი რომ მოგწონს, პირველი ემოციური შთაბეჭდილება გოლს უკავშირდება“.