არველაძემ „კრასნოდარში“ შესაძლო დანიშვნა უარყო - წინადადება ადრე მივიღე, ახლა არ დამკავშირებიან #1TVSPORT
არველაძემ „კრასნოდარში“ შესაძლო დანიშვნა უარყო - წინადადება ადრე მივიღე, ახლა არ დამკავშირებიან #1TVSPORT

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ქართველი მწვრთნელის თქმით, რომ მის შესაძლო დანიშვნაზე კომენტარს არ გააკეთებს, სანამ კონკრეტული წინადადებას არ მიიღებს.

„ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ასეთ გუნდთან მუშაობა, რადგან „კრასნოდარი“ კარგი კლუბია. ადრე უკვე მივიღე შემოთავაზება. მქონდა თუ არა ახლა შემოთავაზება? არ ყოფილა“, – განაცხადა არველაძემ.

არველაძის ბოლო სამუშაო ადგილი უზბეკური „პახტაკორი“ იყო, რომელთანაც ორჯერ შეასრულა დუბლი – ტაშკენტის კლუბი ქართველის ხელმძღვანელობით ორჯერ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი და ქვეყნის თასი მფლობელი. არველაძე მანამდე ხელმძღვანელობდა თურქულ „ქასიმფაშას“, „ტრაბზონსპორსა“ და „ქაისერისპორს“.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, „კრასნოდარი“ ჩაიბაროს ოლეგ კონონოვმა, მარკო ნიკოლიჩმა ან მურად მუსაევმა.