არველაძემ ბაქოში ევროპელ ვარსკვლავებში ითამაშა
არველაძემ ბაქოში ევროპელ ვარსკვლავებში ითამაშა

უეფას „ევროპა ლიგის“ 2019 წლის ფინალური მატჩის კამპანიის ფარგლებში, აზერბაიჯანის დედაქალაქში საფეხბურთო მატჩი „ვარსკვლავი ფინალი“ ჩატარდა, რომელიც ევროპის ლიგის 2019 წლის ფინალს მიეძღვნა.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ ბაქოში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები მიიწვია. სხვებთან ერთად, ბაქოში სფფ-ს ყოფილი გენერალურ მდივანი რეზი არველაძეც იმყოფებოდა.

მინი-ფეხბურთის მოედანზე ითამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის გუნდებმა, რომელშიც აზერბაიჯანელებთან ერთად რვა უცხოელი თამაშობდა.

დასავლეთის ვარსკვლავები – ეჟი დუდეკი, დეკო, მაიკლ ესიენი, ეიდურ გუდიონსენი, ჰამით ალტინტოპი, ზამან ზაჰირზადე, მაგომედ ტარივერდიევი.

აღმოსავლეთი ვარსკვლავები – რევაზ არველაძე, ნიჰათ კავეჯი, ანდრეი არშავინი, ნაზიმ სულეიმანოვი, ველი გასიმოვი, შოხრეტ რაგიმოვი, თურალ დადაშოვი.

საბოლოოდ, აღმოსავლეთ ევროპის გუნდმა დასავლეთს 11:9 მოუგო. შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო და მატჩის შემდეგ ფეხბურთელებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ „ევროპის ლიგის“ ფინალი ბაქოში 29 მაისს გაიმართება.