არველაძეების გუნდმა 8:1 მოიგო - ქართველებმა თურქთან ერთად მოგება სახალისოდ აღნიშნეს (ვიდეო)
არველაძეების გუნდმა 8:1 მოიგო - ქართველებმა თურქთან ერთად მოგება სახალისოდ აღნიშნეს (ვიდეო)

შოთა და არჩილ არველაძეებმა მორიგი სახალისო ვიდეო გაავრცელეს. ტაშკენტის „პახტაკორმა“, სადაც შოთა მთავარ მწვრთნელად, აჩი სპორტულ მენეჯერად მუშაობენ, უზბეკეთის თასის 1/8 ფინალში „სოგდიანას“ უმასპინძლა და არასაფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა – 8:1.

მოგება არველაძეებმა და შოთას ასისტენტებმა, გოჩა ტყებუჩავამ და თურქმა იბრაჰიმ ილმაზმა ქართული მხატვრული ფილმის, „ფეოლას“ სიუჟეტის მიხედვით აღნიშნეს. შოთა გასახდელში ზის და მასთან გუნდის წევრები შედიან და გამარჯვებას ულოცავენ – „მოვიგეთ ფეოლა“.

ტაშკენტის „პახტაკორმა“ უზბეკეთის ჩემპიონობა გაინაღდა, ახლა კი უზბეკეთის თასის მოსაგებად იბრძვის.