არველაძეების გუნდი უზბეკეთის ჩემპიონია - ქართველების წარმატებას ელჩი სიმღერით აღნიშნავს [ვიდეო]
არველაძეების გუნდი უზბეკეთის ჩემპიონია - ქართველების წარმატებას ელჩი სიმღერით აღნიშნავს [ვიდეო]

შოთა არველაძის გუნდმა, უზბეკეთის სუპერ ლიგის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.

მე-20 ტურში ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახტაკორმა“ გასვლაზე ბეკაბადის „მეტალურგი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ოქროს მედლები ოთხწლიანი შესვენების შემდეგ მიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძეს ასევე ქართველი სპეციალისტი გოჩა ტყებუჩავა ეხმარება, ხოლო გუნდის სპორტული დირექტორი მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძეა.

ძმები არველაძეების ფონდმა გაავრცელა სახალისო ვიდეო, სადაც ტყუპებთან და გოჩა ტყებუჩასთან ერთად ქართველების წარმატებას აღნიშნავენ საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი და საელჩოს თანამშრომელი ანდრო მელაძე.

დატოვე კომენტარი