არველაძე უზბეკეთში ისევ საუკეთესოა - ქართველი მწვრთნელი აგვისტოში გამოარჩიეს
არველაძე უზბეკეთში ისევ საუკეთესოა - ქართველი მწვრთნელი აგვისტოში გამოარჩიეს
შოთა არველაძე უზბეკეთის აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს – ინფორმაციას ქართველი მწვრთნელის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ეს აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის “ფახტაკორმა” აგვისტოში 6 შეხვედრა ჩაატარა, 3 ლიგის თასზე, 3 ჩემპიონატში და ყველა მოიგო, ბურთების შეფარდება კი 23:1-ზეა.
„აგვისტს საუკეთესო მწვრთნელობისთვის განსაკურებული მადლობა „ფახტაკორის“ თანაშმრომლებს“, – წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.
აღსანიშნავია, რომ არველაძის გუნდი ჩემპიონატში მშვენიერ სეზონს ატარებს: უზბეკეთის პირველობაზე 19 ტური გაიმართა, „ფახტაკორმა“ კი 17 მოიგო, 2 ფრედ დააასრულა და ერთი მატჩიც არ წაუგია. გუნდი 53 ქული პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ტაშკენტის „ლოკომოტივს“ 17 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ არველაძე „ფახტაკორს“ 2017 წლიდან ავარჯიშებს და ზედიზედ ორჯერ საუკეთესო უცხოელ მწვრთელად დაასახელეს, მიმდინარე სეზონში კი თვის მწვრთნელი ორჯერ გახდა.
დატოვე კომენტარი