არველაძე „ჰალ სიტის“ საშინაო მოგებით აღფრთოვანებულია - ეს დაცვის კარგი თამაშის შედეგიცაა #1TVSPORT
არველაძე „ჰალ სიტის“ საშინაო მოგებით აღფრთოვანებულია - ეს დაცვის კარგი თამაშის შედეგიცაა #1TVSPORT

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში მოიპოვა – გუნდმა აუტსაიდერს, „რედინგს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

შოთა არველაძე აღფრთოვანებული იყო იმით, რომ „ჰალ სიტიმ“ მისი ხელმძღვანელობით სეზონის ყველაზე დიდი საშინაო მოგება მოიპოვა. ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ განაცხადა. რაც უნდა მოულოდნელი იყოს, დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ შოთა არველაძემ წარმატებაში უპირველესად, დაცვის კარგი თამაში გამოარჩია.

„სასიამოვნოა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება და სამი გოლის გატანა, რაც სეზონის საუკეთესო ანგარიშია. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ამით ბედნიერები უნდა ვიყოთ. თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით და ანგარიშიც ამაზე მეტყველებს.

„რედინგის“ ბოლო რამდენიმე თამაში ვნახე, რომელიც დაცვიდან თამაშობს და საკმაოდ მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავს. მის მთავარ მწვრთნელს, პოლ ინსს დიდ გამოცდილებაც აქვს და ცოდნაც, როგორ ითამაშოს მნიშვნელოვანი მატჩი.

ჩვენ განვიხილეთ საკუთარი ნაკლი და ვთქვით – თუ რაიმეს გაკეთება გინდა, ჩვენმა ცენტრალურმა მცველებმა მეტი სიზუსტით უნდა ითამაშონ და ნაკლები შეცდომა დაუშვან. ჩვენ ვმუშაობთ და ეს უკეთესი თამაშის მოდის. „რედინგთან“ კი ძალიან ახლოს ვიყავით იმ მოდელთან, რასაც მათგან ვითხოვ.

ჯონსმა კლუბში პირველი გოლი გაიტანა, ამიტომ ვულოცავ მას. ეს ასევე გუნდური მუშაობის შედეგია“, – განაცხადა არველაძემ.

ჰალ სიტიმ“ ბოლო ოთხი შეხვედრიდან 3 მოიგო, 50 ქულა დააგროვა და ბოლო ორ თვეში პირველად მოახერხა მე-18 ადგილზე დაწინაურება, გასავარდნ ზონას კი უკვე 16 ქულით გაასწრო და ლიგაში ადგილი გარანტირებული აქვს.