არტურო ვიდალს ჩინეთში გადასვლის ვარიანტი გაუჩნდა
არტურო ვიდალს ჩინეთში გადასვლის ვარიანტი გაუჩნდა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა, შესაძლოა, დატოვოს კატალონიური გრანდი. ჩილელს აქვს სარფიანი წინადადება ჩინური კლუბისგან, რომლის სახელიც ჟურნალისტებისთვის უცნობია. ეს ინფორმაცია „სოქერლინქმა“ (Soccerlink) გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ვიდალი სერიოზულად განიხილავს ამ წინადადებას, ამასთან, ჩილელს ევროპული კლუბებისგანაც აქვს შეთავაზებები.

ვიდალის „ბარსელონადან“ წასვლა უფრო რეალური ხდება იმის გამოც, რომ კატალონიელებმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე „აიაქსიდან“ შეიძინეს ფრენკი დე იონგი. ვიდალის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ვიდალმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.