არტურო ვიდალს 800 000 ევროს გადახდა მოუწევს

11:12, 19.10.2018
MADRID, SPAIN - SEPTEMBER 28:  Arturo Vidal of FC Bayern Muenchen looks on prior to the UEFA Champions League Group D match between Club Atletico de Madrid and FC Bayern Muenchen at Vicente Calderon Stadium on September 28, 2016 in Madrid, Spain.  (Photo by David Ramos/Getty Images)

„ბარსელონასა“ და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველ არტურო ვიდალს მიუნხენის სასამართლომ ჯარიმის სახით 800 000 ევროს გადახდა დააკისრა, რისი მიზეზიც გერმანიის ამ ქალაქის ერთ-ერთ დისკოთეკაზე მომხდარი ინციდენტი გახდა. შარშან, როდესაც ვიდალი „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა, ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი ღამის კლუბში ერთ-ერთ პიროვნებას დაესხნენ თავს და მას არყის ბოთლით დაზიანება მიაყენეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიდალი და მისი ძმა სანდრინო, რომელიც ასევე მონაწილეობდა ინციდენტში, სასამართლო სხდომას არ დასწრებიან. ფეხბურთელის ადვოკატმა მოსამართლეებს განუცხადა, რომ მისი კლიენტის არყოფნის მიზეზი ჩილესა და მექსიკის ნაკრებებს შორის მიმდინარე ამხანაგური მატჩი იყო.
ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ვიდალის დაპატიმრების გადაწყვეტილება არ მიუღია.
ფეხბურთელს აპელაციის შეტანა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეუძლია.

მსგავსი