არტეტას „არსენალში“ დეპაის გადაბირება სურს
არტეტას „არსენალში“ დეპაის გადაბირება სურს

ნიდერლანდების ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდმა, მემფის დეპაიმ, შეიძლება კარიერა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.

რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელით პირადად არის დაინტერესებული „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა.

იტყობინებიან, რომ ლონდონური კლუბი აქტიურად ეძებს შემტევ ფეხბურთელს, რადგან გუნდი ზაფხულში შესაძლოა დატოვონ ფორვარდებმა – პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და ალექსანდრ ლაკაზეტმა.

ამასთან, „ლიონის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს ნიდერლანდელთან კონტრაქტის გაგრძელებას. მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

საფრანგეთის წლევანდელი ჩემპიონატის 13 მატჩში დეპაიმ ცხრა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი