არტეტამ „ლივერპულზე“ ისაუბრა
არტეტამ „ლივერპულზე“ ისაუბრა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ „ლივერპულის“ ჩემპიონობაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

„ბოლო წლების განმავლობაში „ლივერპული“ ძალიან გაძლიერდა. მათ საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოუყალიბდათ და შემსრულებლებიც უმაღლესი დონის ჰყავთ. ყველაფერი კი მთავარი მწვრთნელით დაიწყო.

ყველა ის ფეხბურთელი, ვინც მათ ბოლო წლებში დაიმატეს,„ლივერპულის“ სათამაშო სტილში იდეალურად ჩაჯდა. კლოპსა და მის ბიჭებს ვულოცავ ჩემპიონობას, მათ ეს დაიმსახურეს,- ციტირებს Goal.com არტეტას.- „ლივერპულის“ მაგალითი ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რადგან ისინი ოთხი წლის წინ უმძიმეს სიტუაციაში იყვნენ, ხოლო შემდეგ, რამდენიმე სწორი გადაწყვეტილების მიღების შედეგად აღზევება დაიწყეს“,-განაცხადა ლონდონელთა დამრიგებელმა.