არტეტა ისკოთია დაინტერესებული - ესპანელ ფეხბურთელს „რეალის“ დატოვება სურს
არტეტა ისკოთია დაინტერესებული - ესპანელ ფეხბურთელს „რეალის“ დატოვება სურს

„ლონდონის“ არსენალმა ინგლისის პრემიერლიგა ძალიან ცუდად დაიწყო. არტეტას გუნდს 14 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს მოპოვებული, მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოსაა ვიდრე ევროპის ლიგის საგზურთან.

The Sun-ის ცნობით, „მეთოფეებს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერება სურთ და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკოა. ესპანელი ფეხბურთელი ზიდანის გუნდში ყოფნით უკმაყოფილოა, რადგან საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ისკო მადრიდული კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. Marca-ს ცნობით, „რეალიც“ არაა წინააღმდეგი ესპანელი ფეხბურთელის გაშვებასთან და მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

„არსენალს“ აშკარად სჭირდება შეტევაში კრეატიული ფეხბურთელი, რომელიც გუნდს უფრო მეტი მომენტების შექმნაში დაეხმარება.  ისკო სწორედ ასეთი ფეხბურთელია და დიდი ალბათობით, არტეტას სათამაშო სქემას კარგად მოერგება.

ესპანელი სპეციალისტისთვის ნებისმიერი მატჩი, შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს ლონდონურ კლუბში, შესაბამისად მისთვის ყველა თამაშში ქულების მოპოვება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„არსენალი“, 26 დეკემბერს, ლონდონურ დერბიში „ჩელსის“ დაუპირისპირდება.