არტეტა - „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 14 წლის შემდეგ პირველად გავიდა #1TVSPORT
არტეტა - „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 14 წლის შემდეგ პირველად გავიდა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტოს“ დამარცხებასა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შესახებ ისაუბრა.

„უბედნიერესი ვარ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 14 წლის შემდეგ პირველად გავედით, რაც  „არსენალის“ მგავსი კლუბისთვის ძალიან დიდი დროა. ეს ადასტურებს, რამდენად რთულია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა. ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ, რომ ეს მომენტი დამდგარიყო. ძალიან ამაყი ვარ“, – ამბობს ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „არსენალმა“ „პორტო“ 1:0 დაამარცხა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში 1:1 გახდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანები კი არტეტას შეგირდებმა უკეთ შეასრულეს (4:2) და „არსენალმა“ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.